|
2024-10-31 13:56:11, 327 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის მეთოდოლოგიაში და ტერმინოლოგიაში „თავისუფალი“ და „სამართლიანი“ არ გამოიყენება
თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ეუთო/ოდირს, იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ არჩევნები შედგა და კარგი იყო, ტექსტში უნდა ამოვიკითხოთ მაგიური სიტყვები „თავისუფალი“ და „სამართლიანი“. ეს სიტყვები უნდა დავსერჩოთ დოკუმენტში და თუ აღმოვაჩინეთ - „თავისუფალი“ და „სამართლიანი“ უნდა ამოვისუნთქოთ, ესე იგი არჩევნები შედგა. 2020 წლის არჩევნებშიც ზუსტად იმავეს ამბობდნენ, რომ არ წერია „თავისუფალი“ და „სამართლიანი“. ესეც ერთ-ერთი საუკუნის ტყუილია, რომელიც საქართველოში ვრცელდება ხოლმე. ეუთო/ოდირის მეთოდოლოგიაში და ტერმინოლოგიაში ასეთი რამე არ არის საერთოდ, - ასე მიმართა ოპოზიციურ მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მან მკაფიო პასუხი მიიღო ეუთო/ოდირისგან, რომ ტერმინები - „თავისუფალი“ და „სამართლიანი“ არ გამოიყენება მათ დოკუმენტში და ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად ტექსტშიც და ზეპირადაც, რომ ეს არჩევნები შედგა და რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. „მას ამ ლოგიკით არც ამერიკის, არც პოლონეთის, არც საფრანგეთის და არც მოლდოვის, ახლა რომ ჩატარდა, არჩევნები არ შეუფასებია, ასე თუ მივყვებით, თავისუფალ და სამართლიანად. ერთადერთი მიზეზის გამო - ამ ტერმინს ისინი არ იყენებენ. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვიცოდი წინსწრებით, რომ რადგან 2020-ში ამაზე იყო საუბარი, ახლაც ვიღაცა დაიწყებდა, რომ აბა შეაფასა თუ არა თავისუფალ და სამართლიანად. მათ შორის უცხოელებისგან ჩემგან გასაკვირად გავიგონე ამ ჯერზე, რომ კი მაგრამ ეუთო/ოდირს არ უთქვამს ეს ჯადოსნური სიტყვები „თავისუფალი“ და „სამართლიანი“ და ყველამ ამოისუნთქა და მქონდა მე ამაზე ეუთო/ოდირის მისიასთან საუბარი არჩევნებამდე, როცა მათ შევხვდი და ვუთხარი, რომ იცოდეთ ესეთი მოლოდინი შეიძლება იყოს, რომ ეს უნდა ჩაიწეროს და მაინტერესებს კიდევ ერთხელ, რომ დააზუსტოთ, ამ ტერმინოლოგიას თქვენ იყენებთ თუ არა? მივიღე მკაფიო დასტური იმისა, რომ ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენებოდა. რაღა შორს ვიაროთ, ბატონი ნიკა სამხარაძე თავად იყო ეუთოს მისიის ხელმძღვანელი მაკედონიაში არჩევნებზე, თავად იყო ხელმძღვანელი. ახლა ვინ ვინ და ნიკა სამხარაძემ ზუსტად იცის რა არის ტერმინოლოგია. ამიტომ ეს არის ტყუილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დეზინფორმაცია შეწყდეს დღესვე და განსაკუთრებით ეს დეზინფორმაცია შეწყვიტონ უცხოელმა აქტორებმა, თითქოს ეუთო/ოდირმა ეს სიტყვები უნდა გამოიყენოს რომელიღაცა დოკუმენტში. ეს არის დეზინფორმაცია, ეს ეწინააღმდეგება 9 რეკომენდაციას დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ანუ ყველას მოვუწოდებ, რომ ეს დეზინფორმაცია დღესვე შეწყდეს. ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა თქვა გასაგებად ტექსტშიც, ზეპირადაც, რომ ეს არჩევნები შედგა და რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)