01:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 13:09:44, 348 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარედ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა გლდანის რაიონის გამგეობას პროექტის განხორციელებისთვის.

"დავასრულეთ სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი ჰექტარზე მეტია.  სკვერი იყო ძალიან მძიმე მდგომაროებაში. მინდა, გლდანის რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების მოწყობა.  ტერიტორიაზე  განთავსდა  ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები. მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაიგო რულონური ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში შეგვეძლება ადგილზე მისვლა, დათვალიერება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონსა და უბანში საჭიროა ამ ტიპის პროექტის განხორციელება. სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა, შევდივართ და ვახორციელებთ მსგავს პროექტებს, რადგან ეს ხელს უწყობს მოქალაქეებს, რომ განიტვირთონ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics