23:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 14:18:21, 272 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა,  900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით და ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხი“. 

მან ასევე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტყუილია რადიკალური ოპოზიციის ნათქვამი, თითქოს 100 დეპუტატი თუ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტი ვერ დაიწყებს მუშაობას“.

მისივე თქმით, უმრავლესობა უფლებამოსილია, მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს. 

„რაც შეეხება უფლებამოსილების ცნობას, სასაცილოა, როდესაც ეს ხალხი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, გამარჯვებულად გამოაცხადეს თავი და მათ მიაჩნიათ, რომ თურმე კონკრეტული ჩანაწერი ითვალისწინებს იმას, რომ 100 დეპუტატი თუ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას ვერ დაიწყებს, რაც არის სრული ტყუილი. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენად გაუცნობიერებლები არიან და წარმოდგენა არა აქვთ კონკრეტულ ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებზე, რომ პარლამენტი უფლებამოსილებას როგორ იძენს ამაზეც კი ტყუილს ავრცელებენ, ან მიზანმიმართულ ტყუილს ან უვიცობასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია რაზე, რომ უმრავლესობა რომელმა პარტიამაც მოიპოვა და რომელიც არის უფლებამოსილი მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, სწორედ უმრავლესობა წყვეტს პარლამენტის უფლებამოსილების შეძენის საკითხს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ 76 კი არა 89 მანდატი აქვს, ჩვენ შევიკრიბებით შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის თავზე და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას. ამიტომ, არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება არ არის. წინა არჩევნებზეც ასე მოხდა, ჩვენ 90 მანდატი გვქონდა და გახსოვთ, რომ 90 მანდატით დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, რომელშიც შემდგომ თვითონ მიიღეს მონაწილეობა. ასე, რომ ესეც მორიგი დეზინფორმაციაა მათი მხრიდან“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics