|
2024-10-28 12:46:25, 325 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო
ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ცესკოში დალუქული უნდა იყოს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, “ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ხდებოდა“. “ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკოში. დაწყებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება არ მიიტაცოს და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მინიმუმ 12%, რაც “ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ წაართვეს, ამ გაყალბების გზით რომ არ წაერთმიათ, მაშინ დღეს ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნებოდა. ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით. დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან აუდიტს, ტექნოლოგიურს და დოკუმენტურს ცესკოში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა“,- აღნიშნა კორძაიამ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)