|
2024-10-27 21:52:18, 459 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მიშელი აცხადებს, ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. "საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა - სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში",- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ხმების დათვლის პროცესი დაასრულა. ცესკომ 3 110 უბნის მონაცემები გადათვალა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 53.92% აქვს (1 118 836 ხმა); "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 11.03% (229 006 ხმა); "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 10.16% (210 895 ხმა); "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.81% (182 891 ხმა); "გახარია საქართველოსთვის" - 7.77% (161 250 ხმა).
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)