|
2024-10-27 20:10:45, 331 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ემიგრანტებს. „ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსანკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ – 5 000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, 25 000-მდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე, ბევრს წარმოდგენა აქვს, ჰგონიათ, რომ ასიათასობით ადამიანი მიდის. არ მიდიან უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანების მიმართ ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს უცხო ქვეყნებში",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)