00:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 16:02:52, 331 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის წარმომადგენელი - ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს,- ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წარმომადგენელმა, ყოფილმა კონგრესმენმა, ტომ მალინოვსკიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთელი მსოფლიო აკვირდება, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა.

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე. ეს არის საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს, ევროპას მოშორდეს. ამიტომ, მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, მათ შორის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას უკავშირდებოდა. ISFED-ი, რომელიც გახლავთ წამყვანი სადამკვირვებლო ჯგუფი, ჯერ კიდევ ასრულებს მუშაობას დეტალურ ანგარიშზე, რომელიც პარალელურ ხმების დათვლას ეხება და მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მხედველობაში. აბსოლუტურად ვენდობით იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ის იყენებს“,- განაცხადა NDI-ის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics