|
2024-10-27 14:11:56, 352 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „საქართველოსთან ურთიერთობის თანმიმდევრული განვითარება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ხელმძღვანელობის მომდევნო წლებში და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სტაბილურად განვითარდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში. ფაშინიანმა აღნიშნა რომ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის ხელშესახებ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების ერთობლივი გადაჭრისა და რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)