|
2024-10-27 13:45:49, 287 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის
კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ, მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშვიდობის პირობებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო განვითარების სრულიად სხვა დონეზე იქნება. „მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. მშვიდობის პირობებში ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ მონაცემებზე. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან ამ ოთხ წელიწადში 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე. 40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. 3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას. ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)