|
2024-10-27 13:09:39, 283 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი - სხვაობა მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან გვაქვს 43%
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე, ოპოზიციის მონაცემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით, შემცირდა მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. "გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ, სხვაობა მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, გვაქვს 43%. ხუთჯერ ჩამოგვრჩება მეორე ადგილზე გასული პარტია. ასევე, რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ: წინა არჩევნებზე, 2021 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო 845,000-ზე მეტი ხმა, ახლა მხოლოდ 770,000 ხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ურთულეს პერიოდში თან, ამ ოთხი წლის განმავლობაში, შემცირდა მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ქართველი ხალხი ხედავს იმას თუ საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ამ ოთხი წლის განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)