|
2024-10-26 22:30:18, 377 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ,- ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, თუმცა ბიულეტენების ხელის დათვლა მაინც გახდება საჭირო. „საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, ორი ოპოზიციური და ერთი პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი იყო. პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი მთავრობას 56% უწერს, ოპოზიციის – 41% და 42%; ხოლო 48-51% ოთხ ოპოზიციურ პარტიას და ბლოკს. სხვაობა ფუნდამენტურია. სხვათა შორის, უბანზე ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე. საზღვარგარეთ ხმის მიცემა გრძელდება. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მისცემს ხმას, დაახლოებით 2%. ოპოზიცია იქ ნამდვილად გაიმარჯვებს. ვინაიდან ხმის მიცემა აქ ელექტრონული მანქანების გამოყენებით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, მაგრამ მერე მაინც მოგვიწევს ბიულეტენების ხელით დათვლა. არ მოვიწყენთ“,- წერს ალექსეი გონჩარენკო.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)