|
2024-10-26 14:01:11, 1418 ნახვა
ბაღდათის 23-ე უბანზე ამომრჩეველის აპარატების დაზიანებას ცესკოს თავმჯდომარე გამოეხმაურა
ბაღდათის 23-ე უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის ვერიფიკაციის აპარატები დაიზიანა – მათ ადმინისტრაციის ამომრჩევლები ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების შესამოწმებლად იყენებენ. - აღნიშნულ ინციდენტს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო, რომ კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა. "მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატის იმდაგვარად დაზიანება მოახდინა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)