|
2024-10-26 10:32:02, 353 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ჩემი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია - ხმა რეალურ ალტერნატივას მივეცი
ჩემი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია - ხმა რეალურ ალტერნატივას მივეცი,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძირეული ცვლილებები დაიწყება. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში; იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში; როცა ჩვენ ვიქნებით ნამდვილი ევროპის ნაწილი - ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის... ჩემი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იმართება - მოქალაქეები XI მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე იმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. საქართველოს პარლამენტის გარდა, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)