2024-10-23 13:23:48, 381 ნახვა
მსოფლიო
IDF-მა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელის, ჰაშემ საფიედინის სიკვდილი დაადასტურა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელის, ჰაშემ საფიედინის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
IDF-ის ცნობით, საფიედინის ლიკვიდაცია, ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთად, 4 ოქტომბერს მოხდა.
დარტყმა განხორციელდა ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბ-ბინაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმის დროს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა "ჰეზბოლას" დაზვერვის განყოფილების 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის სხვადასხვა მაღალჩინოსანი.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ჰეზბოლას" ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,