|
2016-02-26 10:34:52, 1799 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა მიკრო და მცირე მეწარმეებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია წარუდგინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მეწარმეებს პროექტებში მაქსიმალური ჩართვა ურჩია. მისივე განცხადებით 2016 წელს სახელმწიფომ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. პროექტები მხოლოდ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაციაა. გამარჯვებული კონკრეტული ბიზნეს იდეა ერთი ინდივიდისთვის 5000 ლარით ფინანსდება. თანამონაწილეობა კი მხოლოდ 20%–ია. ამხანაგობის შემთხვევაში თანხები იზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)