|
2024-10-18 13:18:20, 325 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „მგზავრებზე“ - ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკები?
გულწრფელად შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომ ჯგუფმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, „ძალიან ცუდია და ეს პირველ რიგში, ჯგუფის წევრებს დააზიანებს“. „საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“ არის ფარისევლური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“,- აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ზღვისუბნის პარკის მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში ჯერ არ გაკეთებულა და ეს კონკრეტული ღონისძიება არ არის პოლიტიკური. „მე არ მახსოვს, აქამდე „მგზავრებისთვის“ თბილისის მერიას კონცერტი გაეკეთებინოს. ახლა კი, კონცერტი იყო შეთანხმებული, მაგრამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ზეწოლის გამო, გააუქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ. გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს და ზოგადად, ყველას გავათავისუფლებთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა; ყველა შეძლებს გააკეთოს, ის რაც უნდათ და არა ის, რაც გიგა მაქარაშვილებს, ნატა ფერაძეებს და მსგავსი ტიპის ელემენტებს უნდათ. „მგზავრები“ იმღერებს თუ არა, ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე არ გაკეთებულა. ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება. 20-ში სასიამოვნო საღამო გელოდებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს დაგეგმილი „ევროპული მარშის“ შესახებ, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ მარშზე „რადიკალები იდგებიან". „რა მარში? რის მარში? რადიკალების ჭკუაზე ვიარო და იმით ვიხელმძღვანელო როდის შეიკრიბებიან და რას გააკეთებენ და ამის მიხედვით გავხსნა პროექტები? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაგ მარშზე არ იდგებიან, რადგან მეორე მხარეს არის რადიკალიზმი, ბოროტება. იდგება ყველაზე ბინძური ძალა, რომელსაც ყველაფრის კადრება შეუძლია. როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის გვერდით იდგეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? ეს წარმოუდგენელია“,- აღნიშნა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელზეც ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)