2024-10-18 09:28:48, 342 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი "ჰამასის" ახალი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს "ჰამასის" ლიდერები.
"ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია. ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის",- წერს ბაიდენი.
ბაიდენი ასევე აქვეყნებს ვრცელ განცხადებასაც, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აშშ-ის დაზვერვასთან ერთად მუშაობს და "სამართლიანობას ვერცერთი ტერორისტი გაექცევა".
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,