2024-10-17 15:20:56, 328 ნახვა
მსოფლიო
რუტე - უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება
უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება,- ამის შესახებ ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
რუტეს თქმით, მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც ააშენებს ხიდს უკრაინის წევრობისკენ.
„ასე რომ, თუ არის კონკრეტული კითხვა, „როდის?“, არ შემიძლია ახლა, ამ მომენტში ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებაზე, რათა ისინი ერთ დღეს ნატოს წევრები გახდნენ. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება. მაგრამ შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს. მაგრამ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონში. ამიტომ, საკითხი ახლა ქრონოლოგიას ეხება“,- განაცხადა რუტემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,