|
2024-10-16 18:01:20, 490 ნახვა
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის
თბილისის მშრალი პორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია - მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა. საქართველოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა, რომელიც „თბილისის მშრალი პორტის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც. მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან. „ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები",- აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)