23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 19:41:20, 316 ნახვა

საზოგადოება
ენმ - გურიანთაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, "გურიანთაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს "ქართული ოცნების" ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ".

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მომხრეები სიებს ადგენდნენ.

„ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება - საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ.

მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics