09:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 15:41:10, 375 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ქართული ოცნების“ გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია

"ქართული ოცნების" გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა.

როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა კრემლის მიერ შთაგონებული დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში მომავალი არჩევნების გასაყალბებლად და მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთონ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობა "ქართული ოცნების" სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს.

"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნება" ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო თანამშრომლებზე, რათა ხმა მისცენ მას, თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ემუქრება ჟურნალისტებს და ართულებს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics