22:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 14:45:42, 392 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - მოლდვამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო - გეკითხებით, რა გააკეთეთ, ეს თანხა რომ საქართველოსაც მიეღო

მოლდოვამ რომ 2 მილიარდი ევრო მიიღო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის - იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას,- ასე მიმართავს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს არათუ გაიზარდა, არამედ ევროპული დაფინანსებები მთლიანად შეწყდა.

"ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - ბატონო ირაკლი, მოლდოვიამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო, უკვე მიიღო ეს თანხა. მე გეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს თანხა. მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებს თითქოს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღოო, 2 მლრდ მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, 14-მილიარდიან ფონდზე წვდომა შეგვიძლია, გვქონდეს და მოვიტანოთ საქართველოში, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი?

კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას. თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics