23:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 09:51:37, 356 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დადებითი ტენდენციები გამოიკვეთოს.

„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა, დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული - სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური",- თქვა კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics