|
2024-10-10 13:28:21, 330 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ
ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად “თიბისისთვისაც“ მნიშვნელოვანია. “თიბისიში“ შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე DevOps ინჟინერისგან შედგება, რომლებიც კომპანიის მასშტაბით ბიზნეს მიმართულებებზე არიან გადანაწილებულები. თითოეულ ამ მიმართულებას საკუთარი ლიდერი ჰყავს. სწორედ მიმართულების ლიდებითა და DevOps არქიტექტებით დაკომპლექტდა გუნდი გაემგზავრა DevOpsDays Portugal-ზე. კონფერენციაზე “თიბისიდან“ 11 ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე მათგანმა DevOpsDays-ზე მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ DevOpsDays Portugal მათი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო. ქეთი წიკლაური გვიყვება, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა “თიბისის“ ტექ გუნდი, რომ კომპანია იმავე ხელსაწყოებითა თუ მიდგომებით ცდილობს თანამედროვე სირთულეების დაძლევას, რომლებსაც წარმატებული, ყველასთვის ნაცნობი ორგანიზაციებიც იყენებენ. ქეთის განსაკუთრებული აღფრთოვანება DevOps-ის მიმართულებით ცნობილი პროფესიონალების გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს. “საინტერესო იყო პროფესიონალების გამოსვლები. მაგალითად, დანიელ რექუენა, რომელსაც ძალიან საიტერესო გზა აქვს გავლილი თავის პრაქტიკაში და ამჟამად პლატფორმის ინჟინერია. ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოვლილ პრობლემებზე დაყრდნობით, გვესაუბრა, როგორ გადავჭრათ პრობლემები მარტივად“,- გვიყვება ქეთი. მიმართულების ლიდმა, ჯაბა მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მსოფლიო დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესიონალს მთელი რიგი საკითხებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების უფრო ღრმა გაგებაში ეხმარება. ჯაბას პათოსი ვანო ახვლედიანმა და ირაკლი ბერეჟიანმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ DevOpsDays მხოლოს ტექნიკურ ცოდნას არ ეხება. მათი აზრით, ისეთი პიროვნული უნარები, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ინჟინრის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. “ძალიან კარგი იყო ნეთვორქინგის კუთხით. გავიცანით ბევრი უცხოელი კოლეგა და გავაზიარეთ ერთმანეთის აზრები. ასევე გავიცანით და შევხვდით ისეთ ადამიანებს, ვის ვიდეოებზეც გვისწავლია და განვითარებულვართ. ამ მხრივ ძალიან კარგი და შედეგიანი მოგზაურობა იყო“,- ამბობს ვანო. რა თქმა უნდა, რა ხდება ორგანიზაციაში, რა არის მათი მიზანი და ამომავალი წერტილი უშუალოდ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან. როგორც “თიბისის“ ტექ გუნდის წევრები ამბობენ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაც არის. მათი თქმით, განვითარებული და თავდაჯერებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია და ამის მიღება ზუსტად ისეთ კონფერენციებზეა შესაძლებელი, როგორიცაა DevOpsDays Portugal. “თიბისი“ "სტანდარტული" ბანკი არ არის - ეს ტექ კომპანიაა, რომელიც ცდილობს თავისი ტექ ტალანტების კომპეტენცია მუდმივად აამაღლოს, რისთვისაც მსგავს კონფერენციებს იყენებს“,- აღნიშნა ჯაბა მაჭარაშვილმა. DevOpsDays პორტუგალიური თავგადასავალი “თიბისის“ ტექ გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობით და ცოდნის გაზიარებით, “თიბისის“ DevOps ინჟინრები მზად არიან, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კომპანიის შიგნით საჭირო ინოვაციები განახორციელონ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)