|
2024-10-09 15:41:42, 360 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი რეზოლუციაზე - მოგვიწოდებენ, რომ ხალხის და ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღოთ
მე გამოვედი ჩვენი გუნდის სახელით და ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ - ჩვენ ეს კარგად გვქონდა თავიდანვე გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად სანქციების დაწესებას ნიშნავდა ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთ მოწოდებასაც საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება წარმოადგენს. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, ქვეყნის ეკონომიკა არა თუ 10 %-ით გაიზრდებოდა, არამედ 10 %-იანი ვარდნა ექნებოდა. „ამიტომ, ეს რეალური საფრთხეები ჩვენ რომ თავიდანვე დავინახეთ და გავთვალეთ, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ამ სანქციებს. ამას გარდა, თქვენ კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ. ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ძალიან მაღალპროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს მოწოდება, რომელიც თქვენ ნახეთ, არის რეალურად მოწოდება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ ისინი მოგვიწოდებენ რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამას არასოდეს არ გავაკეთებთ, მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)