2024-10-09 12:34:33, 2020 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა
![]() მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. "თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსის გამოშვების ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს. მათ სხვადასხვა დისტანციიდან სნაიპერული შაშხანებით სროლები შეასრულეს. ორკვირიანი კურსის ფარგლებში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს და სნაიპერისათვის საჭირო უნარები განივითარეს. საერთაშორისო სნაიპერთა სკოლის საპილოტე კურსი მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციების დაინტერესებას. აღნიშნული კურსი ქართულ მხარეს ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|