|
2024-10-09 10:58:29, 298 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია
საერთაშორისო გამოცემა Global Finance - მა "საქართველოს ბანკი" მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა, როგორც მსოფლიოში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. Global Finance - მა უკვე 25-ედ, ყოველწლიურ დაჯილდოვებას „Global Finance’s 2024 World’s Best Digital Bank Awards Ceremony“ - ს ლონდონში უმასპინძლა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა . "საქართველოს ბანკს" საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო სხვადასხვა განხორციელებული პროექტების და მნიშვნელოვანი მიღწევების შედეგად გადაეცა. მათ შორის შორის იყო გემიფიკაცია - თამაში, რომელშიც 500 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, ინვესტიციები, პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი და პოპულარული, ნიუ იორკისა და ნასდაქის ბირჟაზე ათასობით სხვადასხვა კომპანიისა და ფონდის აქციებში ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. „Global Finance - ის მიერ მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ბანკად დასახელება განსაკუთრებით საამაყოა. მსგავსი აღიარება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები თუ სერვისები, არამარტო ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე გამორჩეულია. ჩვენ როგორც ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად ვცდილობთ აღნიშნული სფეროს განვითარებას შევუწყოთ ხელი და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ, რათა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს და 1.5 მილიონზე მეტ ყოველთვიურად ციფრულად აქტიურ მომხმარებელს, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ. აღიშნული ჯილდო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა არ გავჩერდეთ და სამომავლოდ მომხმარებლებს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, "საქართველოს ბანკის" მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, Global Finance-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემამ "საქართველოს ბანკი" გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დაასახელა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი- მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)