|
2024-10-08 22:57:18, 459 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ
არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. აუსტრევიჩუსმა საქართველოს მმართველ პარტია მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. “საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ ვალდებულებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჰქონდა აღებული და აღმოსავლური პოპულიზმისკენ მიტრიალდა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ. ოჯახური ფასეულობების თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ მიტრიალდნენ. მე ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების მცდელობებს, გამოეწვია ანტაგონიზმი დასავლეთის მიმართ, ჰქონდა თავისი ეფექტი. პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან და აშშ-სთან დიდწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე ჩაკეტა. მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”,- განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)