|
2024-10-08 17:36:50, 335 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრაზე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთავარი გამარჯვების მოპოვებაა. "პრეზიდენტს კარგად ესმის და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს ურთიერთგაგება გვაქვს, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან კამპანია... არის საკითხები, რომლებზეც აპრიორი ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური; ის, რომ პრეზიდენტის როლი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაზე", არამედ სხვა პოლიტიკურ გუნდებზე. ჩვენ ასევე გავუზიარეთ ჩვენი სურვილი პრეზიდენტს, რომ შევხდეთ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მომავალი კოალიციური პარტნიორები იქნებიან",- განაცხადა ბოკუჩავა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)