|
2024-10-08 16:52:11, 413 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა - ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის
“ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული - ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე "არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა". “არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იმიტომ, რომ ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის! არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ფოკუსი მივმართოთ იმისკენ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში. ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი! ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა. ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება, ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია და რაც მას გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით“,- განაცხადა ხაზარაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)