14:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 21:16:23, 249 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას

შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის გადამცემი კაბელის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია და სამუშაოების დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. 

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის გადამცემი კაბელის განვითარებაზე, აქ საქმე ეხება ელექტროენერგიის გადაცემას, ასევე ინტერნეტის გადაცემას. საერთო სიგრძე ამ კაბელის არის 1 155 კილომეტრი და სამუშაოების დასრულება იგეგმება 2030 წლისთვის.

ეს კაბელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას.

ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ამ პროექტის განხორციელება. ჩვენი პარტნიორები არიან კონკრეტული ქვეყნები: რუმინეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, მათთან პარტნიორობით განხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics