|
2024-10-07 21:13:42, 318 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს - პორტის გამტარობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება
ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. „პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია. „გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განსავითარებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)