|
2024-10-07 21:00:13, 251 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რაც არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე
მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორიაა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და მხარს უჭერს ბიზნესს. "კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ბიზნესის თავისუფლება - თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კუთხით 2012 წლამდე - ბიზნესის რეკეტი, ტერორი, იყო ერთ-ერთი მთავარი შტრიხი წინა ხელისუფლების ხელწერაში და ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, რაც რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკის ზრდაზე. მშვიდობა და სტაბილურობა ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება არის რა თქმა უნდა, წამყვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის. რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, თქვენ გახსოვთ, რომ გვქონდა გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ სერიოზულად ეკონომიკის გაძლიერება და მომდევნო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად დავასტაბილურებთ პოლიტიკურ ვითარებას ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად და სწრაფად გავზრდით ჩვენს ეკონომიკას. ეფექტიანი მენეჯმენტი კიდევ ერთი ფაქტორი - რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ჩვენს მმართველ გუნდს მის ეკონომიკურ გუნდს ვგულისხმობ, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)