|
2024-10-04 20:45:56, 357 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ
ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს. "დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებს მოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, დაჩაგრეს ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველომ მიიღო სტატუსი. ყველანაირი პარამეტრით, სტატისტიკით, საქართველო გაცილებით წინ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე. ხალხიც გრძნობს ამ ყველაფერს. ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე, არის პოლიტიკური პარტიებისა და მედიაპლურალიზმი, რასაც მივესალმებით. ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, პირველ რიგში, დავიცვათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოვახდინოთ ქვეყნის გაძლიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)