11:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 16:12:27, 336 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა

დედაქალაქის მერი დღეს ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს, არხილოსკალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესტუმრა და მისი სახელობის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. 

კახა კალაძემ ჩემპიონს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა. 

მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის. 

„მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რათა ასეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც ლაშა ბექაურია. ძალიან მიხარია. მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ ასეთი მაგარი პროექტი განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ეს მისცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და ბიძგს ჩვენს შვილებს, რათა წარმატებულები გახდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს მთავრობის წევრები. სპორტული კომპლექსის შენობა მოიცავს ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, რომელიც გათვლილია 100 მაყურებელზე, ასევე მოწყობილია ძალოსნობისა და სატრენაჟორო მულტიფუნქციური დარბაზი, ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო ოთახი, გასახდელები, სანიტარიული კვანძები და საშხაპეები, მწვრთნელების ოთახები და ექიმის კაბინეტი. 

პროექტი დაიწყო 2022 წლის მაისში და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980  ლარით დაფინანსდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics