06:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 15:57:58, 369 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - მოვუწოდებ ელჩებს - იქნებ, დაიცვათ კანონი - გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს და შეშფოთებული ხართ

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო, აცნობიერებენ რა, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, გარდა "ნაცებისა", ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ, ახლა ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თანამოაზრეებთან ერთად, "ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რადგან მათი აგენტურა აგებს".

ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ.

"მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ელჩი და დანარჩენებიც, ვინც მათი გაერთიანების, "საძმოს" წევრები არიან, ჩვენს ქვეყანას უტევენ, არადა, კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა საარჩევნო საქმიანობაში მიუღებელია.

ამიტომ, მე მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, პატივცემულ საზოგადოებას: იქნებ, დაიცვათ კანონი; იქნებ, გაიაზროთ, რომ თქვენი ეს ქმედებები, არასწორი, მიუღებელი და უარგუმენტო განცხადებები და "ქარდები", არაფერში წერია.

ჩვენ გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, თქვენს აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ და საქართველოს მოსახლეობამ იცის ამის შესახებ",- ამბობს ზარქუა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics