|
2024-10-04 14:01:23, 339 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა
"თიბისის" მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან. „დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით და ცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპის ბაზრებზე გავიდოდით“, — აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების განხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარი — „ისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტების რაოდენობა სრულად მოიცავს Ska Juice Bar-ის მომხმარებლებს“. შესაბამისად, მეტი განვითარებისთვის პირვანდელი მიზნის ხორცშესხმა გადაწყვიტეს. ერთი წლის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს მოკვლევა; შეისწავლეს ბაზრები, სადაც პოტენციურად გავიდოდნენ — ამ პროცესში „სკა ჯუს ბარს“ wolt დაეხმარა, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიზეზის გამო, პრაღაზე შეაჩერეს არჩევანი. პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი გეოგრაფია იყო — ვინაიდან პრაღა ევროპის ცენტრს წარმოადგენს, გაფართოების აქედან დაწყება გარკვეულწილად მარტივია. ამავდროულად, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაფერი იაფია — დაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ლოგისტიკური ხარჯებით. აქვე ისიც საგულისხმოა, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვოლტი, ბაზრის წილით მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც პრაღაში „სკა ჯუს ბარის“ მსგავსი კონცეფციის ობიექტები ნაკლებადაა — შესაბამისად, ერთგვარ ახალ სიტყვას შეიტანენ და განვითარების დიდ პოტენციალსაც მოიპოვებენ. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ასეთ სწრაფსა და აქტიურ ტემპში "თიბისის" დიდი როლი აქვს. „სკა ჯუს ბარის არსებობის პირველივე დღეებიდან "თიბისის" უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. პირველი სტარტაპ სესხი სწორედ აქ მოგვცეს, შემდეგ ყოველ ეტაპზე ხან საბრუნავი კაპიტალი დავიმატეთ, ხან — ახალი ფილიალის გასახსნელი. მუდმივად გვიჭერდნენ მხარს და ახლაც, როგორც ხედავთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვახსნევინეს ორი ფილიალი. ალბათ, სულ რამდენიმე ბიზნესია საქართველოდან ევროპაში გასული და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება "თიბისის" დაფინანსებით ასეთი პროგრესის მიღწევა“. როგორც გიორგი აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოების კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, რაშიც "თიბისი" მაქსიმალურად უწყობს ხელს
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)