19:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:27:44, 506 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ჩვენი წინაპრები, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ჩვენი ვალია, არასდროს დავივიწყოთ ის ადამიანები

საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, 95 წლის წინ ამ დღებში ბრძოლები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს პარლამენტის ეზოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, იუნკერებმა თავდადებით იბრძოლეს, რომ ტრაგიკული დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს.

"საქართველსო ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, 95 წლის წინ ამ დღებში ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი წინაპრები, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ჩვენი ვალია, არასდროს დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ და სამშობლოს სიცოცხლე შეწირეს, რათა ასეთი ტრაგიკული დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების ფარგლებში , თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში,  იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics