|
2024-10-03 16:48:35, 424 ნახვა
საზოგადოება
„უფლებები საქართველო“ - აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა
შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ამის შესახებ განცხადებას "უფლებები საქართველო" ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია განცხადებაში უთითებს, სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია - იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "უფლებები საქართველო" საზოგადოებას აცნობებს, რომ შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. "უფლებები საქართველოს" იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. "უფლებები საქართველომ" უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა 21 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს, საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, უარი უთხრა.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)