|
2024-10-03 12:13:17, 293 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
რიგით მეოთხე „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“, "თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით, 4-9 ოქტომბერს ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს პროგრამების ფართო სპექტრს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს. წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები. საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიურის თავმჯდომარეა FIPRESCI-ის წევრი, კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ბარბარა ლორეი დე ლაშარიერი. ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, კინოოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი რამაზან კილიჩი. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მარისა პარედესი, მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს, მისი მონაწილეობით, ამასთანავე ის ჩაატარებს მასტერკლასს ქალი მსახიობებისათვის, გაიმართება მსახიობთან შეხვედრაც, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება. წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება, ამით ფესტივალი აგრძელებს მსოფლიო კინოს განვითარებაში ქალი კინემატოგრაფისტების წვლილის წარმოჩენას. 2024 წელს სპეციალური ჩვენებებით კინოთეატრსა და ღია სივრცეებში აღვნიშნავთ ქართველი კინემატოგრაფისტების საიუბილეო თარიღებს და ვაჩვენებთ მათ ფილმებს სპეციალურ სექციებში: ნატო ვაჩნაძე 120, თენგიზ აბულაძე 100, სერგო ფარაჯანოვი 100, ლომერ ახვლედიანი 90, ოთარ იოსელიანი 90, რეზო ესაძე-90, ირაკლი კვირიკაძე 85, გიორგი გერსამია-85, გიორგი ბერიძე-70, ტატო კოტეტიშვილი-65, მიშა კალატოზიშვილი 65, ლიკა ქავჟარაძე 65.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)