16:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 11:33:17, 338 ნახვა

პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუპრაშვილის თქმით, “არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს".

“არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა-საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელებულიყო.

30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებდნენ".

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილი იყო, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის" სტატუსი მოეხსნას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics