13:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 11:31:16, 347 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ და „მოგზაურის“ ერთობლივი ტური იმერეთში

12-13 ოქტომბერს, „თიბისი კონცეპტის" და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში,  დაესწარით - “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) - იმერეთში - გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე”.

ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან.

ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ:  ვანს, ქუთაისს, დიდი ჯიხაიშს და მათივე ღირსშესანიშნაობებს. 

ტურის მთავარი აქცენტი ვანის მუზეუმს დაუკავშირდება:

“რა საიდუმლოს ინახავს ვანი?” - ვანი, რომელიც ოქროს სიმრავლით თითქოს “ელდორადოცაა” და თავისი რვასაუკუნოვანი ისტორიით პომპეიც. ევროპამ ვანი სწორედ როგორც “საქართველოს პომპეი”, ისე გაიცნო. 

„რა ქმნიდა ბერძნულ კულტურას, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს? 

არგონავტების მითის დიდი ნაწილი, სწორედ, კოლხეთში მიმდინარეობს. რატომ იყო ბერძნების ცნობიერებაში ეს რეგიონი ოქროს საწმისის ქვეყანა? 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ  ვანის მუზეუმი შეძლებს“,- აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის კურატორი.

სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/mogzauri

„თიბისი კონცეპტის" მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით - 980 ₾

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს:
 599 380 817; 599 908 906





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics