|
2024-10-01 17:58:09, 523 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით
ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. "დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში სულ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას. მათ იციან სად არის ჩვენი მომავალი. მათ იციან, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ომისა და რუსეთის სხვა არაერთი მცდელობისა მიუხედავად შეეცვალა საქართველოს გეზი, წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. 26 ოქტომბრის დაგეგმილი არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ძალიან ბევრი ძალა მუშაობს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს ამ მომავალს იცავს უკრაინა, როდესაც ახლა უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის. ევროპის ბედი იქნება განსაზღვრული უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვაში, საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით. ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა. ეს ასევე განსაზღვრვას ევროპისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლს კავკასიის რეგიონში, განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ასევე ადგას ევროკავშირთან დაახლოების გზას. ასე რომ, ყველაფერი, რაც დღეს ფსონზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი მშვიდობაა. მშვიდობა რომელიც იქნება გამოხატული ხალხის თავისუფალი ნებით საქართველოში, მოლდოვაში",- განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის ქართულ თარგმანსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)