|
2024-10-01 14:36:44, 274 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტით
რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, ყოველ შემთხვევაში, რის მცდელობაც არის, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით, ფარისევლობით. წარმოუდგენელი რამეები ხდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გერმანიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ფაქტის შეფასება სთხოვეს. მისი თქმით, “რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში საერთოდ გააუქმეს პარტია, დაიჭირეს ვიღაცები, წარმოუდგენელი რამეები ხდება და ეს შეფასდა დემოკრატიად“. “როდესაც შენ საუბრობ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის გამო, იმ მოღალატეობრივი ქმედებების გამო დაკარგე ტერიტორიები, დაგეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მიიღე უამრავი ლტოლვილი ოჯახი და ამაზე უნდა აგებინო პასუხი დამნაშავეებს, რომლებმაც გარედან დავალებით შეასრულეს ეს ბოროტება, ამაზე ამბობენ - როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ, ეს არ არის დემოკრატია. ხალხი ხედავს ამ ყველაფერს. რატომაა ამდენი უკმაყოფილო გაღიზიანებული მოქალაქე დასავლეთის მიმართ, თუნდაც ამერიკის მიმართ, იმიტომ რომ ხედავს ორმაგ სტანდარტს, ხედავს იმ სიბინძურეს, რაც წარმოუდგენელია, ეს არის რეალობა“,- განაცხადა კალაძემ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)