|
2024-10-01 12:58:10, 345 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - რაჟდენ კუპრაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დევნა ნაბიჯია სრული იზოლაციისკენ
ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დევნა არის სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არის ორგანიზაცია, რომელიც "კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და სხვა“. “ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დევნა არის სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. სრული იზოლაციისკენ ქვეყნის, რომელიც იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის და კეთილდღეობისთვის ევროპაში. შემთხვევით არ არის შერჩეული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამიზნედ, რადგან ეს ორგანიზაცია არის, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ფარცხალაძეს, კახა ბექაურს, გიორგი კალანდარიშვილს და თავად რაჟდენ კუპრაშვილსაც კი. ამიტომ, სრულიად არ გვიკვირს, თუ რატომ არის სანიმუშოდ შერჩეული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის ის, რომ თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს მსგავსი ტიპის დევნას სხვა ორგანიზაციების, ეს იქნება სრული იზოლაციისკენ სვლა. ეს იქნება თავისუფალი ხმის ჩახშობა ქვეყანაში, ნებაწართმეული მოქალაქეების დატოვება ქვეყანაში, რადგან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ასეთ პირობებს, იბრძვიან და ხმას იღებენ და მთელი საქართველო დღეს იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ეს ჩვენ ოდნავ მაინც გავუტარეთ ივანიშვილს, ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას, მეტ ადამიანს ემიგრაციაში და მეტ დაჩაგრულ, დაბეჩავებულ ადამიანს საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობას 26 ოქტომბრის არჩევნების, რაზეც არაერთი დღეა ვლაპარაკობთ, რადგან ფრონტალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ დაწყებულია და ეს არის ერთი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის თავისუფლების განადგურების. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არ გავუტაროთ ივანიშვილს და მისი დავალებების შემსრულებლებს ის ბოროტება და საბოლოოდ ვუთხრათ უარი იზოლაციას, სიღატაკეს და გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობით ევროპაში“,- განაცხადა კორძაიამ. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებიან და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებენ".
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)