2024-09-30 10:22:56, 359 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ გალში ხანძარია - იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია
დროებით ოკუპირებულ გალში ძლიერი ხანძარია, რის გამოც, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ფილიას თქმით, ქარის გამო ხანძარი მალე ვრცელდება და შენობებზე გადადის.
“სიტუაცია რთულია. ხანძარი საკმაოდ სერიოზულია. არის ძლიერი ქარი, რის შედეგადაც ვრცელდება და გადადის შენობებზე. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით. შესაძლოა, საჭირო გახდეს ევაკუაცია, ხოლო რაიონის ზედა ნაწილში ხალხის ევაკუაცია იქნება საჭირო. თუ არ გაქვთ შუქი, არ შეგეშინდეთ, რადგან მოკლე ჩართვის საშიშროების გამო გავთიშეთ. თვალი ადევნეთ სიახლეებს“,- განაცხადა ფილიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,