|
2024-09-30 09:54:17, 271 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შეცდომების დაშვებას არავინ გვაპატიებს - ამიტომაც ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია მშვიდობისა და ხვალინდელი დღისთვის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელის, არტემ დმიტრუკის განცხადების გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ „არ გაიმეორონ უკრაინის შეცდომები და არ ჩაერთონ ომში". როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იცავს ქვეყნის მშვიდობას და არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რასაც ხალხი არ აპატიებს. „ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ რომ ამდენი ხანია ხელისუფლებაში ვართ, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ვიღაცებს რადიკალური ოპოზიციიდან ჰგონიათ, რომ რომელიღაც საელჩოში უნდა ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ვიცით, ერთ მხარეს რა დაჯგუფება დგას, რა არის მათი და მათი პატრონების მიზანი; მეორე მხარეს კი დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის მშვიდობას იცავს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა გვინდა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ვიღაცებმა საკუთარი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. შედეგად კი, ისევ ტერიტორიები დავკარგოთ, დავხოცოთ ხალხი, ახალგაზრდები სწავლის ნაცვლად ომში გავუშვათ. რატომ? რისი გულისთვის? არ გვიომია? გამოვლილი გვაქვს ეს პროცესები და ვიცით რამხელა ზიანის მომტანია ომი. ჩვენ შეცდომების დაშვების ფუფუნება არ გვაქვს. ამას არც აწმყოში და არც მომავალში არ გვაპატიებენ. შესაბამისად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის და ხვალინდელი დღისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)