|
2024-09-27 15:56:11, 250 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ვის რა უნდა შესთავაზონ ადამიანებმა, რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო?
რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო, ტრენინგები, აკერმანის წიგნი - ეს ყველაფერი მთლიანად კომპლექსურია და ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. მათი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე ჰკითხეს, არის თუ არა ეს ანგარიში სახელმძღვანელო დოკუმენტი ოპოზიციისთვის. კალაძის თქმით, “ქართული რადიკალური ოპოზიცია დღეს სრულად გარედან იმართება და მისი წარმომადგენლები გარე ძალების პოლიტიკური მითითებების უსიტყვო შემსრულებლებს წარმოადგენენ“. მისივე თქმით, “რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს კანონისავე ფარგლებში სათანადო პასუხი გაეცემა“. “როგორ წარმოგიდგენიათ ეს რადიკალური ოპოზიცია, ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, ან ვისთან უნდა მივიდნენ, ან ვის რა უნდა შესთავაზონ ადამიანებმა, რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ესენი ყველანი ერთნი არიან და ვიცით, როგორ იმართებიან ყველანი გარედან. ესენი უბრალოდ შემსრულებლები არიან, რასაც ეტყვიან, თავში წამოარტყამენ, იმას აკეთებენ. იმის უფლებაც კი არ აქვთ, შეკითხვა დასვან - რატომ? შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ავართ, ყველაფერი ვიცით, რისი გაკეთებაც უნდათ, მაგრამ კანონის ფარგლებში ყველა სიბინძურესა და ბოროტებას, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)