|
2024-09-27 15:46:22, 244 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რას ვირჩევთ - ომს, წარსულში დაბრუნებას, თუ მშვიდობასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას “ქართული ოცნების" ბანერებთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ რა საფრთხე აირიდა საქართველომ თავიდან, აუცილებელია“. “ეტყობა, თქვენ კარგად იცნობთ ბრეჟნევს და მის იდეოლოგიას, მოგწონთ და ატარებთ, რადგან ეძიებით და იცით მისი იდეოლოგია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, ეს არის სამწუხარო რეალობა. მხედველობაში მაქვს უკრაინაში მიმდინარე ომი. უმძიმესია ის შედეგები, რაც მოაქვს ომს. სამწუხაროდ, საქართველოში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები რადიკალური ოპოზიციის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ერთნი არიან ისინი და რადიკალური პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, მაშინ, როდესაც ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო მესიჯი გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. რას ვირჩევთ ჩვენ - ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს და სოფლებს თუ ვირჩევთ მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)