19:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 13:59:00, 337 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ენგურის ხიდთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, “არსებული დაპირისპირება შერიგებით უნდა დასრულდეს“.

“31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ, იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული - სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები. ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics